LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

323

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში , წყალტუბოში ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო და ბოსტნეულის/მწვანილის სასათბურე მეურნეობა გაიხსნება.

საწარმოს კომპანია ”ჰერბია” მოაწყობს და აქ  სულ მცირე 15 ტონა ბოსტნეულის გადამუშავებასა და წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით ”ჰერბია” 1 315 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 37 ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს.

ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჰერბია“-ს ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 23536.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცა.

შპს „ჰერბიამ“ საქმიანობა  2006 წელს დაიწყო. კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით. „ჰერბია“ ძირითადად ქართულ ბაზარზე ოპერირებს, თუმცა პროდუქციის გარკვეული ნაწილის ექსპორტირებას ევროპის ქვეყნებშიც ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები