ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს.
დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.
საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ში განაცხადეს, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული მამაკაცი თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულის იარაღად დანა ფიგურირებს.