LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბო ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს უმასპინძლებს

137
ღვინო

2 დეკემბერს, ქალაქ წყალტუბოში, სასტუმროში Legends Tskaltubo Spa Resort, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ გაიმართება.

ღონისძიებას ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მეოთხედ ატარებს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ის ათეულობით მცირე მარანი მიიღებს, რომელიც ღვინოს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მეღვინეობის წესების სრული დაცვით აყენებს.

ფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და რესტორატორები.