თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა, რის გამოც მოედანი კვლავ დატბორილია.
მგალობლიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა.
ჟვანიას მოედანი დაიტბორა, ასფალტი ჩაინგრა და მანქანები მოიყოლა (ვიდეო)
ჟვანიას ქუჩა 3 ივნისსაც დაიტბორა. გზის საფარის ჩანგრევის გამო, ორი ავტომობილი ორმოში აღმოჩნდა. ქუჩაზე სამუშაოები GWP-მ გუშინ დაასრულა.