LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყალი შევარდა, ფრინველი წაიღო, ერთი ბეწო გვინდა და სულ დავიღუპებით“ – რა ვითარებაა სოფელ მლეთაში და რას აცხადებენ დუშეთის მერიაში

190
ing (1)

მთიულეთში, ფასანაურსა და სოფელ ზემო მლეთაში ადიდებულმა არაგვმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

როგორც ზემო მლეთაში მცხოვრები ტელეკომპანია “ფორმულასთან” ამბობს, წყალი საცხოვრებელ სახლში შევარდა და ფრინველებიც გაიტაცა.

“თუ ტრაქტორი და ტექნიკა არ მოვიდა… ერთი ბეწო გვინდა და სულ დავიღუპებით. მეზობელთან წყალი ძალიან შევარდა, წუხელ მთელი სახლი გამოვალაგეთ, ბავშვები დეიდასთან წაიყვანეს. ფრინველიც წაიღო, მთელი სახლი… ჩვენი მომხედავი არავინ არ არის”, – თქვა მან.

რა ვითარებაა სოფელ მლეთაში ამ დროისთვის – “ფორტუნა” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს – მანანა ნარიმანიძეს ესაუბრა.

როგორც მერმა აღნიშნა, ფასანაურში საცხოვრებელ სახლებს პრობლემა არ შეჰქმნია და საერთოდ არ შეხებია. მისივე თქმით, ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ბარისახოს ზემო მხარეს, სადაც რამდენიმე გზის მონაკვეთია ჩაწყვეტილი.

“სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნამდვილად შეეხო, რადგან ჭალის პირას არის.

საფრთხეს უქმნიდა ზემო მლეთის მოსახლეობას, გუშინ შუადღეს უკვე ადგილობრივ სამაშველოებთან ერთად ორი ოჯახის ევაკუაცია მოვახდინეთ, რადგან ისინი ისედაც ეკომიგრანტები არიან და გამოვიყვანეთ.

გუშინვე გადაყვანილი ტექნიკა, ადგილობრივებთან გვქონდა კომუნიკაცია და გვითხრეს, რომ არ ჩასვათ ახლა, რადგან ეს ძალიან მძიმე ტექნიკაა და ფიზიკურად ვერ იმუშავებსო.

ტექნიკა გავაჩერეთ ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ველოდებით წყლის დონის დაწევას, 24-საათიან რეჟიმში, კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, ახლა მძიმე ტექნიკა დასმულია ლაფეტზე და ჩავა ზემო მლეთაში, როგორც კი წყლის დონე საშუალებას მოგვცემს, შევა და გაწმენდით სამუშაოებს დავიწყებთ.

ფშავში ხუთი მონაკვეთი იყო ჩაკეტილი, ხუთივე მონაკვეთი გუშინ იქნა გაწმენდილი, დარჩენილი იყო კასპისა და თბილისიდან ექსკურსიები და ადგილობრივებს შევაფარეთ, მათ პრობლემა არ შეჰქმნიათ.

ამ წუთში პრობლემაა ბარისახოს ზემო მხარეს, სადაც რამდენიმე გზის მონაკვეთია ჩაწყვეტილი და იქ ჩარჩენილი ტურისტებიც ამ წუთებში გადმოჰყავთ ვერტმფრენებს, ორი რეისი უკვე შესრულდა. კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან, მე და ჩემი მოადგილეები ამ ადგილებზე ვიმყოფებით”, – განაცხადა დუშეთის მერმა.

მცხეთა-მთიანეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო – შსს განცხადებას ავრცელებს

მანანა ნარიმანიძის თქმით, სტიქიის გამო, ღამე ღია ცის ქვეშ არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა:

“სულ არის 8 ოჯახი, საიდანაც საფრთხე ემუქრებოდა ორ ოჯახს. ისინი ღამე ღია ცის ქვეშ არ ყოფილან – ერთს ფასანაურში აქვს სახლი და იქ იყო, მეორე თავის ბიძაშვილთან შევიდა, არავინ გარეთ არ ყოფილა, შუაღამემდე იქ ვიყავით.

6 ოჯახი ადგილზე რჩება, მათ სახლს საფრთხე არ ემუქრება. როგორც კი წყლის დონე დაიწევს, ტექნიკა ადგილზეა, შევა და წმენდას დაიწყებს, გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ კი უკან დაბრუნდებიან.

ზოგადად, ამ 8 ოჯახზე გამოყოფილია ფინანსური რესურსი, მათ განსასახლებლად. ამ ზონას ეკომიგრანტის სტატუსი აქვს და ოფიციალურად გასახლებას ექვემდებარებოდნენ ჯერ კიდევ წლების წინ, მაგრამ თვითონ თქვეს განსახლებაზე უარი, დოკუმენტებიც არსებობს”, – აცხადებს “ფორტუნასთან” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.

რა ხდება გზებზე? – სრული ინფორმაცია

ლარსთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო: “დაზიანდა გზის 80 მ-მდე მონაკვეთი”

 

ფოტოები მთავარ სლაიდზე: მთის ამბები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები