LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობას სამხრეთ კორეაში 37 ადამიანი ემსხვერპლა

211
კორეა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამავე ცნობებით, 9 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გოესანის საგრაფოდან, სადაც წყალსაცავის გადავსების გამო მიმდებარე სოფლების დაიტბორა, შაბათს დილით 6 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

გარდა ამისა, რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად, ჩრდილო კიონსანის რეგიონში მდინარე მიჰოს ნაპირებიდან გადმოვიდა და წყალი ქალაქ ოსონგში, 685-მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გვირაბში შევარდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რამდენი ადამიანია გვირაბში გაჭედილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები