LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალბადზე მომუშავე მატარებლები ნულოვანი გამონაბოლქვით – გერმანიაში ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტი გამოჩნდება

136
germani-eco-train

გერმანია სულ მალე წარადგენს მატარებელს, რომელიც წყალბადზე იმუშავებს და ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება.

ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღეში 500 მილის გავლა შეეძლება და როგორც ხელისუფლება გეგმავს, დიზელის 4000-მდე მატარებელი ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს.

როგორც ცნობილია, ქვემო საქსონიაში 14 ასეთი მოდელი უკვე უახლოეს მომავალში გამოჩნდება და თუკი მათი გამოცდა წარმატებით დასრულდება, ეკოლოგიური მატარებლები მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდებიან.

ტესტ-დრაივები წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს და როგორც ხელისულფებაში ვარაუდობენ, საზოგადოებას ტრანსპორტზე წვდომა უკვე მომავალი წლიდან ექნება.

აღსანიშნავია, რომ წყალბადზე მომუშავე მატარებელი ბერლინში აგვისტოში წარადგინეს. ძრავის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, წყალბადი ჟანგბადთან შედის რეაქციაში და დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა.

ნასა ამ ტექნოლოგიას ჯერ კიდევ 1970 წლებიდან იყენებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები