გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.