LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა – 29-30 ივნისის ამინდის პროგნოზი

220
ამინდი - წვიმა

საქართველოში ხვალ სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 და 30 ივნისს, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს.