LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წვეულებებზე შარვალი არასოდეს შეუკრავს” – დედოფალ ელისაბედის ვაჟზე ახალი სკანდალები ხდება ცნობილი

167
პრინცი

ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ტელეარხმა Peacock პრინც ენდრიუს ცხოვრებაზე ახალი დოკუმენტური ფილმი წარადგინა, სახელწოდებით „პრინცი ენდრიუ: განდეგილი“. ახალი ფილმი იორკის ჰერცოგის სკანდალური ცხოვრების შესახებ გვიყვება, მათ შორის საეჭვო კავშირებზე ფინანსისტ ჯეფრი ეინშტეინთან, დოკუმენტურ ფილმში არის სამეფო სახლის ყოფილი მოსამსახურეების, ჟურნალისტებისა და ექსპერტების ინტერვიუებიც.

,,ის არასოდეს ეწეოდა, არ იღებდა ნარკოტიკებს, მაგრამ სექსი მისი სუსტი წერტილი იყო. ყველა ამბობდა, რომ სადილებსა და წვეულებებზე შარვალი არასოდეს ჰქონდა შეკრული“ – იხსენებს ჟურნალისტი ხელენ კირვან-ტეილორი. განსაკუთრებით სკანდალური გამოდგა სამეფო სახლის ყოფილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, პოპ პეჯის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ გაოცებული იყო რომანების რაოდენობით, რომელიც ენდრიუს 1998 წლიდან 2004 წლამდე პერიოდებში ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ პრინცი ენდრიუ არაერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში, რის გამოც დედოფალმა მას რამდენიმე ტიტული ჩამოართვა.

დედოფალი განრისხებულია! –  სექსუალური სკანდალის გამო, პრინც ენდრიუს ყველა სამეფო ტიტული და სამხედრო წოდება ჩამოერთვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები