LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი

190
წულუკიანი

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმართა.

კულტურის მინისტრისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის  განცხადებით, ბრძოლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით არ დამთავრებულა. პარტიის მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციაზე მან ტრიბუნა ციხეში მყოფი სააკაშვილისადმი მიმართვისთვისაც გამოიყენა.

„მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას,“ ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული.

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.

დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც გვაქვს ახალი და ბევრი ბრძოლები“, – მიმართა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას თეა წულუკიანმა.

დღევანდელ აქციაზე, კულტურის მინისტრმა მიმართა ქართველ დედებსაც. მოუწოდა, შაბათს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“.

“მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. რომ არა ბედის უკუღმართობა, მასსავით პატარა გოგოები და ბიჭები უკვე საუბედუროდ არის ასეულობით ათასობით დევინილი ქვეყანაში საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან. რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ.

მოვუწოდებ ყველა დედას, შაბათს არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი. მეორე მხარეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია: კობახიძე

სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფას: ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია და რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები