“დაგიძველდა მიკროფონი გოგო?” – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ერთ-ერთ ჟურნალისტს კომენტირების დროს.
არ დავაბრუნებ! – თეა წულუკიანი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი „განაიარაღა“
ჟურნალისტმა წულუკიანს შეკითხვა აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დაუსვა და ჰკითხა, ხელისუფლება რატომ უპირისპირდება და აზიანებს თუ არა ეს დასავლურ ღირებულებებს, რაზედაც კულტურის მინისტრმა უპასუხა:
“ნელა, ნელა, დაგიძველდა მიკროფონი გოგო? არავინ არავის უპირისპირდება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ დეგნანს და ბევრი თანამშრომლობა გვაკავშირებს მასთან, რომელიც მომავალშიც ძალიან წარმატებული იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი: ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი, თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში