Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წულუკიანი: მე რომ რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად დავინიშნო, მავანი იმ სკოლის წინ გამართავს აქციებს, არ მოეწონებათ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს საშინაო დავალებას შევუმოწმებ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: მე რომ რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად დავინიშნო, მავანი იმ სკოლის წინ გამართავს აქციებს, არ მოეწონებათ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს საშინაო დავალებას შევუმოწმებ

2488
თეაკ

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, მისი მოწინააღმდეგეებიც მის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნას გააპროტესტებენ.

„იცით, როგორი შთაბეჭდილება მაქვს, მე რომ ერთ დღეს, დავინიშნო რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად, მავანნი იმ სკოლის წინ დაიწყებენ აქციებს, არ მოეწონებათ იმ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს შევუმოწმებ საშინაო დავალებას.

ესენი არ არიან ადამიანები, რომლებსაც ქართული კულტურა არ აინტერესებთ. მათ არ აინტერესებთ ის საჯარო მოხელეები, რომლები ქართული კულტურისთვის შრომობენ და მუშაობენ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემთან პოლიტიკური ბრძოლა, ოღონდ იარაღი აქვთ დაჟანგებული, ვერ შეარჩიეს ბრძოლის სწორი მეთოდი. რეალური სასაუბრო მათ ჩვენდა სამწუხაროდ არ აქვთ“, – აღნიშნა წულუკიანმა რადიო „იმედის“ გადაცემაში სტუმრობისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები