პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ. ის სესიაზე „მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში სიტყვით გამოდის.
თავის გამოსვლაში თეა წულუკიანი მუზეუმების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ არ გაამართლა მუზეუმების გაერთიანება და მუზეუმებს უნდა ჰქონდეთ ავტონომია.
თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამაზე ბევრს არ ისაუბრებს.
„მე ამაზე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-თქო, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატიბუტს, ალბათ, არ ვიცი რას.
მათთან პოლემიკაში არ შევალ. მოკლედ ვიტყვი, დიახ, ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნებ აღდგენილი,“– განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, რომ შეფასდეს რა ფორმით არის შესაძლებელი შენობის გადარჩენა.
ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს – წულუკიანი ლიტერაზე