LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი ხაბეიშვილზე: გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშას, უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელსაც განხორციელება არ უწერია

157
თეა წულუკიანი ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის განცხადება ალბათ გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ვიდეო: „თუ საჭირო გახდა, [შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს]“ – ლევან ხაბეიშვილი

წულუკიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, უპასუხისმგებლოა.

„მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო, ვინაიდან არამცთუ უკვე ჩამოშლილი და განადგურების პირას მყოფი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ ნებისმიერი სხვა პარტიისთვის პირველ რიგში სერიოზული ლიდერია საჭირო.

ამიტომ, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები