„ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც, უკვე მერამდენე წელია, ამ ქვეყანაში არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს ჩემთვის უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. მადლობა ამისთვის.
მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროს გოგონებს და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბებოდნენ და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, მაშინაც კი, როდესაც ხარ ბედნიერი. ამიტომ იცოდეთ, ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რამე შეგვიძლია, თქვენ გვერდით გვიგულეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.