გოგი წულაია ფიქრობს, რომ მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება და სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი სასმართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა პროკურატურას ამ ბრალდების დასამტკიცებლად. ალკოტესტი ჩატარებულია და განმარტება მივიღეთ, რომ გაფუჭდა აპარატურა, რომელმაც პირველი ალკოტესტი ჩაატარა. ვთვლი, რომ ეს არის გაყალბება.
გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი.
ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამო 6 წელი ელოდება პატიმრობა”. – აცხდებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი მედიასთან საუბრისას.
დღესვე, ცნობილი გახდა გოგი წულაის მეუღლის პოზიცია. თქვა, რომ მეუღლის სჯერა და რაც მოხდა მათი განსახილველია.
ამავე თემაზე: