LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულაია: არ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს იმ ეპოქაში, რომელშიც რადიოს ახშობდნენ და ყურები მქონდა გაზრდილი, რომ ამერიკის ხმა მომესმინა

183
BeFunky-collage (8)

“ლექსოსთვის”,- ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან მედიასაშუალებების ორგანიზებით დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

“ფორტუნასთან” საუბარში გოგი წულაიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფება აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად.

“არ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს იმ ეპოქაში, რომელშიც მე გავიზარდე, როცა იყო “მოამბე” და “ვრემია”. მეტის ყურების საშუალება არ მქონდა, რადიოს ახშობდნენ და ყურები მქონდა გაზრდილი, რომ ამერიკის ხმა მოგვესმინა ადამიანებს.

მინდა იყოს მეტი დემოკრატია, მეტი სიტყვის თავისუფლება და დასკვნის გაკეთების მეტი საშუალება. ვებრძვი ამას…

რაც არ უნდა იტიგიცონ ამათმა, მაქვს იმედი, რომ ბოლოს მაინც მოუწევთ წასვლა ხელისუფლებიდან,”- განაცხადა “ფორტუნასთან” გოგი წულაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები