წუხელ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს. მათგან 4 მთელი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე გაუმჯობესდა გუშინ რეანიმაციაში მოთავსებულ 29 წლის მამაკაცის მდგომარეობაც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსგავსი დიაგნოზით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.