LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„World Vision – საქართველოს“ დირექტორი: ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს

74
BeFunky-collage (6)

არა მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება – საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას, – ამის შესახებ “ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გურგენაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ მათ რჩევებს.

“მოისმენენ და გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში. რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა დიდი ზომის პანსიონზეა საუბარი”. – განაცხადა გურგენაძემ.

საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

“საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია” – ელჩი ნინოწმინდის პანსიონზე

შეხვედრისას მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ყველა საკითხი ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს: ანდრია ჯაღმაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები