ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს პირად ფოტოებსა თუ ვიდეოებს, რომლებიც მისი გამომწერების მხრიდან დიდ მოწონებას და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
ნანუკას აბდომინოპლასტიკა და ტანის ლიპოსკულპტურა აქვს გაკეთებული, რამაც მისი სხეული კიდევ უფრო გაალამაზა და ყოველთვის იწვევს გარშემომყოფების აღფრთოვანებას.
მისივე თქმით, წონა და ფორმები არ ხდის ქალს მიმზიდველს, მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონია, რაც ქალს აბედნიერებს და ალამაზებს.
„ბარიატრიული ოპერაცია არ გამიკეთებია. გასახდომი წამლებიც არასდროს დამილევია. მაგრამ ისე ცოტას ვჭამ, ჩათვალეთ ვისაც ბარიატრია აქვს გაკეთებული, მეტ საკვებს არ იღებს.
სწორი კვება ერთ-ერთია, მაგრამ სხეულის ფორმების მიღება სხვა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვარჯიშობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა @drkote. ზუსტად ის ფორმები მომცა, რომელზეც ვოცნებობდი. ძალიან ზომიერად და ზუსტად გამომიძერწა სხეული და ამან მეტი მოტივაცია მომცა.
და ყველაზე მთავარი. წონა და ფორმები არ ხდის ქალს უფრო მიმზიდველს. თუ შიგნით გაქვს მზის სხივები, ისინი აუცილებლად გვანათებენ და ესეც შენი სილამაზე. ყველაზე ლამაზია ქალი მაშინ, როცა ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და როცა ბედნიერია. და ყველაზე სექსუალურია მაშინ, როცა თავდაჯერებულია“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.