LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის” – პატრიარქის ქადაგება (ვიდეო)

872
78476326-988186998218325-4119803458628878336-o

დღეს სრულიად საქართველო წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესათან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა და  მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ქალმა მოაქცია, ხოლო წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მე მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი“, – განაცხადა ილია მეორემ.

“ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი” – პატრიარქის ქადაგება და მოწოდება თავმდაბლობისკენ

ქადაგების დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მრევლთან ერთად საგალობელი შეასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები