წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. წმინდა ცეცხლი თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.
ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:32 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.
ფოტო: ხატია იობიძე