LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ყველაზე ცხელი კალენდარი: მის ტიუნინგი 2018

42

ლეგენდარული კალენდრის, „მის ტიუნინგის“ შემქმნელებმა 2018 წლის ვერსია გამოაქვეყნეს. გადაღებების მთავარი გმირი გერმანელი ვანესა შმიტი გახდა, რომელმაც სხვა 11 პრეტენდენტს შორის გაიმარჯვა.

2018 წლის კალენდრისთვის გადაღებები ჟურნალ Playboy-ის ფოტოგრაფმა ანდრეას რაიტერმა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე წარიმართა.

ფოტოსესიისთვის ყვითელი Volkswagen Polo, MINI Clubman-ის პირველი თაობა, SEAT Leon და Ibiza აირჩიეს. გარდა ამისა, მის ტიუნინგი აღფრთოვანებული დარჩა მოტოციკლზე ფოტოსესიით. ორიგინალი კალენდრის ტირაჟი 1 500 ეგზემპლარია, მისი შეძენა მაისში, ფესტივალ Tuning World Bodensee-ზე იქნება შესაძლებელი, სადაც მომავალი წლის „მის ტიუნინგს“ აირჩევენ.

მომავალ წელს კალენდარი „მის ტიუნინგი“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები