საინფორმაციო ცენტრი 08 2019 წლის განმავლობაში საქართველოში რვა ყველაზე აქტუალურ საძიებო კატეგორიას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, წლევანდელ წელს ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად სამედიცინო დაწესებულებებით ინტერესდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საძიებო კატეგორიებში აფიშები ბოლო, მერვე ადგილს იკავებს. ცენტრი აღნიშნავს, რომ ჩამონათვალი წლის შესაჯამებლად წარმოადგინეს.
08 – საინფორმაციო ცენტრია, რომლის დახმარებითაც მომხარებელი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებს. კერძოდ, ესენია: ორგანიზაციები, მისამართები, განრიგები, ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, აფიშა და სხვა. ცენტრი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.