ტეილორ სვიფტი და მისი შეყვარებული, ტრევის კელსი კანზას-სიტიში, ერთ-ერთ ბარში წვეულების დროს გადაიღეს. წყვილი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა, ეხუტებოდა და კოცნიდა. სწორედ აღნიშნულმა ფოტოებმა დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება.
„წლის წყვილი“, „უსაყვარლესი წყვილია“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, – რა წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ერთად უკვე რამდენიმე თვეა არიან. ვარსკვლავური წყვილის რომანი სექტემბერში დაიწყო და მედიის ცნობით, ყოველდღიურად ვითარდება. ტეილორმა უკვე ტრევისის დედაც გაიცნო. ინსაიდერების ცნობით, მომღერალი ძალიან ბედნიერია და შესაძლოა ეს ურთიერთობა ქორწინებითაც დაგვირგვინდეს.