LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სპორტსმენები ცნობილია: ისევ ჯოკოვიჩი და უილიამსი

45

ნოვაკ ჯოკოვიჩი ”წლის სპორტსმენად” დასახელდა, სერენა უილიამსი კი ”საუკეთესო სპორტსმენი ქალი” გახდა.
რაგბიში ”წლის საუკეთესო ნაკრების” წოდება ახალ ზელანდიას ერგო.

”Laureus Awards”-ის საზეიმო ცერემონია ბერლინში გაიმართა.
ჯოკოვიჩის გარდა, ”წლის სპორტსმენის” წოდებაზე ”ფორმულა ერთის” ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰემილტონი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი, ამერიკელი კალათბურთელი სტივენ კარი, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და ამერიკელი გოლფისტი ჯორდან სპაიეტი იყვნენ წარდგენილი.

სერენა უილიამსის კონკურენტები მოცურავე კეტი ლედეკი, ფეხბურთელი კარლი ლოიდი, ეთიოპიელი ათლეტი გენზებე დიბაბა, ავსტრიელი მოთხილამურე ანა ფენინგერი და იამაიკელი ათლეტი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი იყვნენ.

”წლის გუნდის” წოდებაზე გარდა ახალზელანდიური ნაკრებისა, პრეტენზიას აცხადებდნენ: ”ბარსელონა”, აშშ-ს ფეხბურთის ქალთა ნაკრები, ნბა-ს კლუბი ”გოლდენ სტეიტი, ”ფორმულა ერთის” ”მერსედესის” გუნდი და დიდი ბრიტანეთის მამაკაცთა ჩოგბურთელთა ნაკრები.

ცერემონიის წამყვანი ცნობილი მსახიობი, ბილ მიურეი იყო.

პრემიის ლაურეატებს აკადემია ”Laureus”-ის წევრები ირჩევენ, სადაც გამოჩენილი სპორტმენები და თანამედროვეობის ფუნქციონერები შედიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები