LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გახდა

146

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ინგლისური და რუსული ენების პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ მიიღო. გადაწყვეტილება დღეს, 5 ოქტომბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდა. გამარჯვებული პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს.

ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე TEA-ს პროგრამის გამარჯვებულია, ამასთან, 2003 წელს სასკოლო მიღწევებისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა  პედაგოგმა შეიტანა განაცხადი. მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩა, მესამეზე კი, მხოლოდ 5 ფინალისტი გამოვლინდა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები