LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო ევროპული ავტომობილის ფინალისტების ჩამონათვალი ცნობილია

33

ევროპული კონკურსის, წლის ავტომობილის ორგანიზატორებმა შვიდი ფინალისტის ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, რომლებიც პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ. საუკეთესო ევროპულ ავტომობილს მომავალი წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე გამოავლენენ.

ფინალისტები ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს 22 ქვეყნის საავტომობილო ჟურნალისტი ერთიანდება 40 პრეტენდენტს შორის შეარჩია. ჩამონათვალში ხუთი ევროპული და ორი იაპონური მოდელი მოხვდა, ესენია: Alfa Romeo Giulia, Citroen C3, Nissan Micra, Mercedes-Benz E-Class, Peugeot 3008, Toyota C-HR, Volvo S90/V90.

კონკურს ”წლის ევროპული ავტომობილის” გასული წლის ლიდერი ჰეთჩბეკი Opel Astra გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები