LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ქორწილის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

43

დღეს დიდი ბრიტანეთი წლის ყველაზე გახმაურებულ და მოლოდინით აღსავსე ქორწილს მასპინძლობს. სამეფო ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი, პრინცი ჰარი თავის რჩეულზე. ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინდება. ასობით ათასი თაყვანისმცემელი უკვე შეკრებილია უინძორების სასახლესთან. ბევრმა მათგანმა ღამე კარვებშიც კი გაათია.

რამდენიმე საათის წინ დედოფალ ელიზაბეტ მეორის გადაწყვეტილებაც გახდა ცნობილი, რომელმაც ახალდაქორწინებულებს ახალი წოდება – სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მიანიჭა.

ბოლო მომენტამდე ცნობილი იყო, რომ მეგან მარკლის მამა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ცერემონიას არ დაესწრებოდა, თუმცა ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ქალიშვილს საკურთხეველთან სწორედ ის მიიყვანს და არა პრინცი ჩარლზი, როგორც ეს გუშინ გახდა ცნობილი.

საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება, სადაც წლების წინ პრინცი ჰარი მოინათლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები