ჰოლანდიის პირველი დივიზიონის კლუბმა კლასიკოს შემდეგ გადაღებული მადრიდის „რეალის“ ფოტო გაიმეორა, ოღონდ რონალდოს ნაცვლად ვიღაც ტუნტულა ბიჭია.
წლის პაროდიაც მზადაა.
„ალმერე სიტიმ“ 2:1 მოუგო „ოსს“ და ამით ერედივიზიონში გადასასვლელ პლეი-ოფებში თამაში გაინაღდა. თამაშის შემდეგ გახარებული ფეხბურთელებიგასახდელში შეგროვდნენ, რათა „რეალის“ ჯგუფური ფოტო გაემეორებინათ. „იპოვეთ განსხვავება“, – გვთავაზობს „ალმერეს“ ტვიტერის გვერდი.
შეგახსენებთ, „რეალმა“ ამასწინ გასვლაზე „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ (2:1) გასახდელში გამარჯვების აღსანიშნავი ჯგუფური ფოტო გადაიღო.
„ალმერე სიტი“ 2001 წელს დაარსდა და ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში არასოდეს უთამაშია.