კონკურსის World Car of the Year-ის ჟიურიმ ექვსივე კატეგორიის ფინალისტები დაასახელა. წელს ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილები მხოლოდ ორ ნომინაციაში „საქალაქო ავტომობილი“ და „წლის სპორტქარი“ არიან წარდგენილი. დანარჩენი ტიტულებისთვის, მათ შორის მთავარ კატეგორიაში, სხვადასხვა ბრენდების ელემენტიანი მოდელები იბრძოლებენ. ყველაზე მეტ ნომინაციაში სამხრეთკორეული Hyundai Ioniq 5 დასახელდა.
მთავარ ნომინაციაში „წლის მსოფლიო ავტომობილი“ წელს ერთმანეთს ამერიკული და სამხრეთკორეული მანქანები შეებრძოლებიან. საპატიო ტიტულის მოპოვებას Ford Mustang Mach-E, Kia EV6 და ასევე ზემოთ ხსენებული Hyundai Ioniq 5 შეეცდებიან. ეს უკანასკნელი ასევე „წლის ელექტროქარის“ და „წლის დიზაინერული ავტომობილის“ ნომინაციაშიც მთავარი პრეტენდენტია. პირველ შემთხვევაში კროსოვერის კონკურენტები Audi e-tron GR და Mercedes-Benz EQS არიან. ლამაზ სიახლეებს შორის კი ისევ Kia EV6 დასახელდა.
„წლის პრემიული ავტომობილის“ კატეგორიაში მხოლოდ ელექტროქარები არიან. მთავარი ნომინანტების სია ასე გამოიყურება – Mercedes-Benz EQS და BMW iX Genesis GV70.