LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის გამორჩეული ბიზნესმოვლენა – „ქართული ბრენდის დღე 2019“ 26 დეკემბერს ჩატარდება

504
1

წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა „ქართული ბრენდის დღე 2019“ წელს 26 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიება 19:00 საათზე სასტუმრო „ბილთმორ თბილისში“ გაიმართება. პროექტის ავტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის  სააგენტო „პროფილია“.

სპონსორებიჭიპლარის სისხლის ბანკი ,,ჯეოქორდი“, სასტუმრი ,,აივანი“, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი  ,,დერმა“.

პარტნიორები ამერიკის მეგობართა კლუბი,  საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო  ,,ფრანი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა :  რადიო „ფორტუნა“,  „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, ,,ტელეიმედი,”  „რუსთავი 2“,  მედიასააგენტო  ,,კლიპარტი“, ,,brandnews.ge“, ინტერპრესნიუსი, ambebi.ge,  „პრაიმ ტაიმი“, მედიაჰოლდინგი ,,კვირა“,  ტელეკომპანია პულსი, ტელეკომპანია ,,მირი”, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი.

აშშ-მ „ქართული ბრენდის დღეს" უმასპინძლა

გაიგეთ, ვინ გახდნენ ქართული ბრენდის დღის ჯილდოს მფლობელები ნიუ-იორკში

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებაპოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე, კომპანიების ჯანსაღი კონკურენციის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას, ეთიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, საქართველოს ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის  ინფორმაციის მიწოდებას.

მათივე ცნობით, ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ  ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული.

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოპროფილისდამფუძნებელი, გენერალური დირექტორი: როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა… მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება, წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა,  ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ – ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ბრენდის დღე 2019“-ის ფარგლებში, გამარჯვებულები შემდეგ ძირითად ნომინაციებში გამოვლინდებიან: ლიდერი, ნდობა-რეპუტაცია, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი,  ბრენდ პერსონა, წარმატებული ინვესტიცია, წარმატებული ტელეპროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები