მერილ სტრიპისა და ანა ვინტურის ერთობლივი ფოტო, რომელიც ინტერვიუს პროცესშია გადაღებული, უდაოდ წლის მთავარ კადრად დარჩება. Vogue-ის 150 წლის იუბილეზე ორი ლეგენდარული ქალბატონი ერთმანეთს ინტერვიუს გამო შეხვდა. ანა ვინტურმა მერილ სტირპთან ინტერვიუ თავად ჩაწერა და ამ ისტორიული შეხვედრის კადრები მალევე ინტერნეტჰიტად იქცა.
2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა გახმაურებული ფილმი „ეშმაკს აცვია პრადა“, სადაც მერილ სტრიპმა პოპულარული მოდური გამოცემის რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლი განასახიერა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ პროტოტიპი სწორედ ამერიკული Vogue-ის რედაქტორისგან, ანა ვინტურისგან აიღეს. ამჯერად კი საინტერესოა, რომ ყველა დეტალს ამ შეხვედრიდან მკითხველი Vogue-ის დეკემბრის ნომერში იხილავს. ოსკაროსანმა მსახიობმა და მოდის ექსპერტმა ცნობილი ფილმიდან რამდენიმე საკვანძო კადრიც გაიმეორეს. ამავე დროს მათ ინტერვიუს დროს ფილმზეც და ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზეც მოასწრეს საუბარი.