LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე ,,ჯორჯიან ეარვეისის” ავიაპარკი სრულად განახლდება

38

ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ 2018 წელს ავიაპარკის სრულად განახლებას გეგმავს. წლის ბოლომდე კომპანია ორ ახალ ხომალდს შეიძენს, რითაც ავიაპარკი მთლიანად განახლდება, რადგან გასულ წელს “ჯორჯიან ეარვეისმა” 4 ხომალდი უკვე შეიძინა.

როგორც იცით, ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. როგორც ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალურმა დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია პარიზის, ბრიუსელის, ბოლონიის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავას, ათენის, სალონიკის, ხარკოვისა და ყაზანის მიმართულებით 2018 წლის 25 მარტიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. მისივე განმარტებით, მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით ფრენები მხოლოდ დღისა და საღამოს საათებში დაინიშნება.

“პირდაპირი ავიარეისების დამატება მგზავრებისთვის დროის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. ავიაკომპანიის აღნიშნული წარმატებული ნაბიჯი ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული ავიაციის განვითარებას, ასევე ახალი კადრების დასაქმებას”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

რეისები ბერლინის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ხოლო ყველა სხვა მიმართულებაზე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები