LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლების შემდეგ ინდოელებმა ჰიმალაის მთები დაინახეს – რა შეიცვალა ქვეყანაში კორონავირუსის შემდეგ

2299
ჰიმალაი
 
 ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ შტატში მცხოვრები მოქალაქეები ჰიმალაის მთების დანახვით აღფრთოვანებულები არიან. ეს 100 მილის დაშორებითაც კი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა.
ადგილობრივებმა საკუთარი სახლებიდან გადაღებული ფოტოები დადეს და თქვეს, რომ მათ ჰიმალაის მწვერვალი წლებია არ უნახავთ.
 
“პირველად, თითქმის 30 წლის შემდეგ, მე შემიძლია ჰიმალაის მთები დავინახოთ, ეს ძალიან ლამაზია” – წერს მანჯიტ კანგი.
CNN წერს, რომ ბოლო კვირებში, ჰაერი აქ მკვეთრად გაუმჯობესდა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის ქარხნები დაიხურა, ქუჩებში მანქანების რაოდენობა შემცირდა, ფრენები კი გაუქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები