LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair ქუთაისიდან ფრენების სიხშირის გაზრდაზე მუშაობს

108

Wizzair საქართველოში ფრენის სიხშირეების გაზრდაზე მუშაობს. კომპანიის განვითარების შესაბამისად, იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მარშრუტების დამატება ახალი მიმართულებით.

ჯოზეფ ვარადიმ არ დააკონკრეტა იგეგმება თუ არა ფრენების დაწყება ქუთაისი–ესპანეთის მიმართულებით, რადგან მისი თქმით, კომპანია ასეთ ინფორმაციას მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გასცემს.

ამ ეტაპზე wizzair ქუთაისის აეროპორტიდან 11 ქვეყნის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით დაფრინავს. 18 ივნისიდან დაიწყება ფრენები ქუთაისი–ლონდონის მიმართულებითაც, ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

ჯოზეფ ვარადის განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ ახალი მიმართულებები wizzair–ს წელსვე დაემატოს.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით იზრდება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, ეს ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გაფართოებაზე უფრო ინტენსიურად ვიფიქროთ და მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო კარგი მომსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.

გარდა ვიზალიბერალიზაციისა, ქუთაისში საქმიანობის გასაზრდისკენ wizzair-ს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც უბიძგებს.

“მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ეს ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია”, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით wizzair–ის მგზავრთა რაოდენობა ქუთაისიდან 85%–ითაა გაზრდილი.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები