ქუთაისის აეროპორტიდან, დღეს wizzair-ის მილანის მიმართულების რეისი შესრულების დრო შეიცვალა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა შესრულდება 23:10 საათზე.
მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია ვიზეარი უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მილანის რეისი ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო გადაიდო.