Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს ავიაკომპანიის ოფისებში დასაქმებას ჰპირდება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო დატოვეს, შესაძლებლობა ეძლევათ განაცხადი გააკეთონ ვაკანტურ პოზიციებზე ავიაკომპანიაში. საუბარია საოფისე პოზიციებზე.
გარდა ამისა, ავიაკომპანია მზადაა, უკრაინელ ლტოლვილებს ბუდაპეშტში, ან სხვა არჩეულ ადგილას, სამუშაო ნებართვის მოპოვებაში დაეხმაროს.