LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz air-ს ახალი მიმართულება დაემატა: ქუთაისი–ლონდონი

24

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავია მიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება  18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს მგზავრებისთვის.

„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორი ნარაციმ.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის დადამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულს ფეროებში დასაქმებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები