დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ავიაპარკის მქონე ავიაკომპანიების რიგებშია. პორტალ avianews.ge-ის ინფორმაციით, Wizz Air-ი იმ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება, რომელთა ავიაპარკში 100-ზე მეტი საჰაერო ხომალდია, რომელთა საშუალო ასაკი 5.43 წელია.
ევროპაში მხოლოდ ერთ და მსოფლიოში ორ ავიაკომპანიას ჰყავს თვითმფრინავები, რომელთაც ოდნავ დაბალი ასაკის ინდიკატორი აქვს. არსებული მაჩვენებლებით კი „ლოუკოსტერებს” შორის Wizz Air-ი პირველია.
„თანამედროვე ავიაპარკი Wizz Air-ის საქმიანობაში მთავარ როლს თამაშობს, რათა ავიაკომპანია ყველაზე უსაფრთხო “ლოუკოსტერების” TOP-10-ში იყოს“, – წერს avianews.ge.