LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ფრენებს 20 მიმართულებით ანახლებს – არის თუ არა სიაში ქუთაისიც

23202
IMG-20170823-145405-1

კორონავირუსის გამო შეჩერებული ფრენების შემდეგ, Wizz Air ოპერირების განახლებისთვის ემზადება. avianews-ის ინფორმაციით, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ავიამიმოსვლას საწყის ეტაპზე 20 მიმართულებით დაიწყებს.

თავდაპირველად, Wizz Air ფრენებს ლონდონიდან და ვენიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით განაახლებს. ეს 1 მაისს მოხდება, შემდგე კი სხვა მიმართულებებიც დაემატება.

რაც შეეხება საქართველოში Wizz Air-ის ოპერირების დაწყების თარიღს, ეს ჯერჯერობით უცნობია და ის ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კვლავ აღვადგენთ ჩვენს ბაზებს უმოკლეს ხანებში და კვლავ გავხსნით ზოგიერთ ჩვენს ბაზას 1-ელ მაისს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ჩვენი ბაზა აღვადგინოთ ადგილობრივი რეგულაციების გამო. ახლახან შევიტყვეთ, რომ საქართველო ინარჩუნებს შეზღუდვებს მაისის შუა რიცხვებამდე და გადავხედავთ, თუ როდის და როგორ შეგვეძლება აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისში.

მე ძალიან მოხარული ვარ და ყოველთვის ვხედავდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი საქართველოსთვის. ისეთ ლამაზ და სინტერესო ქვეყანას, როგორც საქართველოა, ბევრი რამ აქვს რასაც უცხოელების შესთავაზებს, ამიტომაც დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი უცხოელი იქნება საქართველოში ჩამოსვლით დაიტერესებული,” – განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”, Wizz Air-ის კორპაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები