დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოში ბრუნდებიან – როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რამდენიმე კვირაში Wizz Air და Ryanair საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ. ნათია თურნავას თქმით, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება.
“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები. 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair.
პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან, ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”, – განაცხადა Euronews Georgia-სთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა.