LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air: ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა გავხსნათ ქუთაისის ბაზა, ჩვენ ის არ დაგვიხურია

122
IMG-2278

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას განაახლებს, – ამ საკითხზე ანდრაშ რადომ BM.ge-სთან ისაუბრა.

„მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოში ფრენებს და ოპერირებას ევროპის ქვეყნებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დავიწყებთ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ქვეყნების კანონებსა და რეგულაციებზე და თუ ისინი არ გახსნიან საზღვრებს, ჩვენ ვერ შევასრულებთ ფრენებს. როგორც კი შეზღუდვები შერბილდება, გაიზრდება მოთხოვნა. ბედნიერები ვიქნებით, თუ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენას ზაფხულის სეზონის განმავლობაში დავიწყებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, – ამბობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.   

რაც შეეხება ქუთაისში Wizz Air-ის ბაზის დაბრუნებას, ანდრაშ რადო აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაიხსნება საზღვრები და სად შეძლებს ავიაკომპანია ფრენების შესრულებას. “ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა გავხსნათ ქუთაისის ბაზა, ჩვენ ის არ დაგვიხურია, უბრალოდ მისი მუშაობა შევაჩერეთ და მუშაობას სამომავლოდ განვაახლებთ, როგორც კი ფრენების საკმარისი რაოდენობა იქნება”, – ამბობს ანდრაშ რადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები