დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანიები Wizz air და Ryanair ბარგის წესებში ცვლილებების შეტანის გამო დაჯარიმდნენ. Wizz air-ის შემთხვევაში ჯარიმა 1 მილიონი ევროთი განისაზღვა, Ryanair-ს კი 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
როგორც euronews.com იუწყება, ავიაკოპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილება იტალიაში მიიღეს. იტალიის კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, „ხელბარგი არის არსებითი და საჭირო ნივთი და ის ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე უნდა იყოს ბორტზე დაშვებული“.
შეგახსენებთ, 2018 წლის ნოემბრიდან ორივე დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბარგის გადატანის პოლიტიკის შეცვლის შესახებ. ახალი გადაწყვეტილებით, ბორტზე მცირე ზომის ჩემოდნის ატანა ფასიანი გახდა.
Wizz Air-მა ბარგზე ტარიფები ისევ გაზარდა
ახალი სატარიფო გეგმით ფასი 5-დან 17 ევრომდე გაიზარდა