LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითური ბიჭების გაერთიანება – ედ შირანი და პრინცი ჰარი სტიგმების წინააღმდეგ (ფოტო/ვიდეო)

685
rs-1024x759-191010060200-1024-Prince-Harry-Ed-Sheeran-LT-101009-GettyImages-996288038-GettyImages-1160206469

პრინცი ჰარი და ედ შირანი სასექსის სამეფო ოჯახის ოფიციალურ Instagram-ის გვერდზე ერთობლივ, სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ.

როგორც აღმოჩნდა, ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაერთიანდნენ.

წითური ბიჭები საზოგადოებაში გავრცელებულ  სტიგმებზე საუბრობენ და წითურების შესახებ გამოთქმულ ხუმრობებზე ამახვილებენ ყურადღებას.

“ადამიანებმა არ იციან რას ნიშნავს, იყო ჩვენნაირი, ჩვენ წითურები ვართ და ჩვენ ვიბრძოლებთ”, – ამბობს ედ შირანი.

მომღერლმა ასევე თქვა, რომ ის სიმღერას წერს, რომლითაც საზოგადოებაში წითურებთან დაკავშირებით არსებულ სტიგმებს  ბრძოლას გამოუცხადებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები