2016 წელს ენმ-დან ღალატით წასულ და ენმ დანგრევის გეგმაში მონაწილე ჭიაბერაშვილს, მისივე ვერ დანგრეული ენმ-ს თავმჯდომარეობა უნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე „ფეისბუკში“ წერს.
ასე ეხმაურება ანა წითლიძე „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ მას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.
„სადაც ჭიაბერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარეობა უნდა, ბარემ ჩემი მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას. ისეთი უტიფრობის მწვერვალია, ცინიზმი თუ გადაგვარჩენს“, – წერს წითლიძე.
ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე – აპირებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „ამაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.