აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძე:
“ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ,,წითელ ჯვართან“ ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვას. ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გავრცელების და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კამპანიაში ჩაერთვებიან.
მადლობა თითოეულ მოხალისეს პანდემიის პერიოდში განხორციელებული საქმიანობისთვის, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე ,აღიარება მოგვიტანა. ერთიანობით ეფექტურად ვმართეთ კრიზისი. თუმცა, ეს ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ყველას გვმართებს გამოვიჩინოთ ერთსულოვნება და წარმატებით გავაგრძელოთ გამოწვევების გამკლავება.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რითაც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა”.
პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და უკვე 30 ათასზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება სასურსათო კალათებით, მედიკამენტებით.