საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს უკრაინელი ხალხისთვის შემოწირულობა გაიღონ.
ამის შესახებ წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,სადაც შემოწირულობის მსურველებს დონაციის შესაძლებლობა აქვთ.
“გაიღე შემოწირულობა, უკრაინელი ხალხისთვის!
დღეს, ისე როგორც არასდროს, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს თანადგომა სჭირდებათ.
თქვენ მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის წითელი ჯვარი ეხმარება და გვერდში უდგას ყველას, ვისაც დახმარება ესაჭიროება,”-აღნიშნულია წითელი ჯვრის განცხადებაში.