LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელა გვიტევს! ქვეყანაში დაავადების ეპიდაფეთქებაა

642

წითელა გვიტევს – არაფერი დასამალი არ არის – ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში – 65-70%, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

“წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში და განსაკუთრებით ქალბატონებში.
ქალბატონები, რომლებიც აპირებენ შვილის გაჩენას, აუცილებელია წითელაზე აცრილები იყვნენ. თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა სწორედ 1 წლამდე ბავშვებში გვაქვს. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება – ორსულობის პერიოდში ნაყოფზე სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია ასეთი გართულებების მაჩვენებელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.